15:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 14:33:26, 315 ნახვა

საზოგადოება
განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის

"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების შესაძლებლობებს - 40-ზე მეტი პროექტი და 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

"საქართველოს ბანკის" სტიპენდიები 22 უნივერსიტეტში

ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, "საქართველოს ბანკი" სტიპენდიების პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 22 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ სწავლა სასურველი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, გამარჯვებულებს კი "საქართველოს ბანკთან" ერთად ავლენენ. პროექტის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით უკვე 160-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს და მათი, ისევე როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა,  ყოველწლიურად იზრდება.

“მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივატორია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან როგორი რთულიც არ უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - აღნიშნავს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი და "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი.

CHEVENING-ი, Fulbright-ი და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიები

უკვე 11 წელზე მეტია, "საქართველოს ბანკი" იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ "საქართველოს ბანკის" დაფინანსება CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში და ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში 100%-იანი დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის სტიპენდია ახალგაზრდა პროფესიონალებს ცხოვრების ხარჯსაც უფინანსებს.

ჯამურად უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 60-მდე სტიპენდიატი, მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე მზარდია.

„წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია. ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი პროფესიული თვალსაზრისით განვითარება. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ  სცადეთ, დაბრკოლება აქციოთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ“, - ნანა გელაშვილი, "საქართველოს ბანკის" 2024 წლის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში.

"საქართველოს ბანკის" ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 24 სკოლაში

მოსწავლეებისთვის განათლებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან "საქართველოს ბანკი" ბიბლიოთეკების 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics