2024-11-11 14:53:01, 334 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მათივე ინფორმაციით, შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,