2024-10-28 13:21:37, 415 ნახვა
საზოგადოება
მეუფე საბა - თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი სამშობლოს ვერ გამოადგება
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
მეუფე საბას განცხადებით, ადამიანი, რომელმაც „არჩევნებში ხმა მოსყიდვით მისცა, არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება".
„თუ თავისუფალი არ არის გადაწყვეტილება, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“,- აცხადებს მეუფე საბა ინწკირველი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,