14:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 16:07:46, 645 ნახვა

ეკონომიკა
“ვითიბი ბანკი” საწყლოსნო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერას აგრძელებს

“ვითიბი ბანკსა” და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება,  რომლის თანახმად 2016 წლის განმავლობაში  ბანკი რჩება ფედერაციის და წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორად.

ხელშეკრულება, ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

“ვითიბი ბანკი” უკვე მესამე წელია მხარს უჭერს საწყლოსნო სპორტის ფედერაციას. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითიბი ბანკი წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო. ბანკის მხარდაჭერით, ნაკრები 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ევროპის ჩემპიონატი ფაქტიურად მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია-  წყალბურთის ყველაზე დიდი გრანდები ევროპული გუნდებია.

“ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა და კულტურის  მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შორის საქართველოს წყალბურთის ნაკრებიც არის. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას”, - განაცხადა “ვითიბი ბანკის” ვიცეპ-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics