01:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 18:32:50, 1538 ნახვა

სამხედრო
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

"თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გიორგი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ II და III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა და ტაქტიკური დანებით დააჯილდოვეს. 

მოწვეულმა სტუმრებმა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც დაათვალიერეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების სარდლობა მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics