00:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 10:30:56, 1468 ნახვა

სამხედრო
საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს. კურსის პრაქტიკული ნაწილი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics