|
2023-03-03 22:31:02, 1456 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო ვიზიტებსა და შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან. “შვიდჯერ მარტო ბრიუსელში დავესწარი მე სხვადასხვა შეხვედრებს, იქნებოდა ეს ნატოს მინისტერიალი, რამშტაინის ჯგუფის შეხვედრა და სხვა. ახლაც, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ბრიუსელში გვაქვს ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები. ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გაფორმებულ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზეც ისაუბრა. “მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შეიარაღების მიმართულებითაც ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ კომპანიასთან, პოლონურ კომპანიასთან, შვედურ კომპანიასთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)