03:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:03:12, 409 ნახვა

სამართალი
გომელაურის მტკიცებით, საქართველოში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არის

საქართველოში ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ერთი და იგეივე კითხვები მოდის ხოლმე სხვადასხვა ფორმატით, პასუხი გავეცი.არ არ არსებობს ქვეყანაში ასეთი სპეცოპერაციის დაწყების საჭიროება. უბრალოდ პრევენციებს ვაკეთებთ, თუ რამე ისეთი ინფორმაცია  შემოვა, მასშტაბური რაღაც დაიგეგმება,  საზოგადოება ამას გაიგებს. ისეთი ამჯერად არაფერი ხდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მე არ მიხსენებია "ნაციონალური მოძრაობა". არის სხვადასხვა ძალები მსოფლიოში,  რომლებსაც სურთ არეულობა  არა მარტო საქართველოში,  არამედ მსოფლიოში",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი  ქანთარიამ  შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აუცილებლად დაიწყოს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები, რადგან ერთის მხრივ, ბიძინა  ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics