01:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 23:53:35, 2003 ნახვა

სამხედრო
ხარკოვის მახლობლად უკრაინის არმიამ რუსი ოკუპანტები საზღვართან უკუაგდო

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის მახლობლად მდებარე სოფელი რუსკა ლოზოვაია მათ კონტროლს დაუბრუნეს.

სოფელი მდებარეობს რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტად, რადგან გზას უხსნის ბელგოროდისა და ხარკოვის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის დამყარებას.

რუსული კამპანია დონბასის რეგიონზე კონტროლის დასაკავებლად გეგმის მიღმაა და ნელა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი ავრცელებს.

პენტაგონის აზრით, უკრაინის ჯარების სასტიკი წინააღმდეგობა და სიფრთხილე რუსეთის მიერ კიევის მარცხის შემდეგ, გამოიწვია რეგიონში "ნელი და არათანაბარი წინსვლა".

"ჩვენ გვჯერა, რომ არსებითად, რასაც ისინი აკეთებენ, აგრძელებენ პირობების შექმნას მდგრადი, უფრო დიდი და ხანგრძლივი შეტევისთვის."- განაცხადა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics