|
2021-05-13 22:06:38, 870 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ის ღონისძიებები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალებში გატარდა. მინისტრის განცხადებით, უწყება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს და ჯარისკაცების ვაქცინაციაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით მოხდება. „ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება და ქვეყნისთვის ეფექტური მხარდამჭერი ფუნქციის შევასრულეთ. თავდაცვის ძალებში ეპიდვითარების უკეთ მართვის მიზნით, გაძლიერდა ინსტიტუციური, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. მოსალოდნელი მესამე ტალღის პირობებში განსაზღვრულია, საჭიროების მიხედვით, დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მოწყობა და უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)