00:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:27:23, 613 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 81 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის დაწყებიდან დღემდე 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მილიონ ლარს მიაღწია.

„5 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ  კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს.

ამ დროისთვის გადამუშავებულია:  რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics