10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 12:11:08, 655 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში კურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. 

აქედან, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. 

სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მილიონ ლარს მიაღწია. 

„კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის - 6,6 ათას ტონამდე და თელავის - 4,4 ათას ტონამდე. 

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics