01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 15:53:12, 653 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში 10 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ინვესტიცია განხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დღეს კაზინოების საერთაშორისო ქსელის „XO“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „XO“ ახალ ბულვარში მშენებარე სასტუმრო-აპარტამენტების „მეტრო სითის“ ტერიტორიაზე კაზინოს ააშენებს.

კაზინო მეტრო სითის ტერიტორიაზე 2800 კვ. მეტრზე განთავსდება. ახალ პროექტში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება. კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება.კაზინოების ქსელი „XO“ და კომპანია მეტრო ატლას ჯორჯია ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებენ“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics