13:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 13:26:11, 693 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად, თერმომეტრი, კალამი და ჭანჭიკი გადაყლაპეს

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ ერთ-ერთი პატიმრის  ადვოკატმა  ზურაბ თოდუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მოშიმშილე პატიმრები ციხეში არსებულ  პირობებს აპროტესტებენ. კერძოდ, ადვოკატის თქმით, პატიმრებს წამლები და სამედიცინო მომსახურება არ აქვთ, ასევე არ შეუძლიათ საკვები პროდუქტის შეძენა.
ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ოთხმა მსჯავრდებულმა  პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართა- ერთმა ჭანჭიკი და საწერი კალამი გადაყლაპა, სამმა კი- თერმომეტრები.
"არ შეიძლება ადამიანს არაადამიანური ფორმით ელაპარაკო. როგორ შეიძლება ადამიანს კვების პროდუქტის შეძენა აუკრძალო. ჰაერის მიწოდება, რა ფორმაა ეს?!ასეთი წესი შეიძლება აფრიკის ქვეყნებშიც კიარ იყოს. პატიმრები არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ  მათგან ზოგმა თერმომეტრი გადაყლაპა, ზოგმა ავტოკალამი, ზოგმა ჭანჭიკიც",-განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics