02:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 17:51:43, 632 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ვრცლად მიმოიხილა პროექტები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საუბარი ასევე წარიმართა არსებულის განვითარებასა და ახალი პროექტების ინიცირებაზე, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება არსებული პროექტების მიმდინარეობის მიმართ და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დაწყებული პროექტებისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics