15:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 09:41:56, 480 ნახვა

სამართალი
ემზარ კვიციანი, შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს

კოდორის ხეობაში  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი,  შესაძლოა, დღეს  სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" კვციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვისა  და ბრალდების მხარეებს  შორის სასჯელის ნაწილში საპროცესო შეთანხმება შედგა.

მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის მიერ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის დადებული  საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში,  ემზარ კვიციანი გათავისუფლდება. 

"ჩვენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში ვთანხმდებით, ბრალს არ ვაღიარებთ",-დასძინა ალექსანდრე კობაიძემ. 
პროცესი დღეს 15: 30  საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ემზარ  კვიციანი 2006 წლიდან, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 2014 წლის 28 თებერვალს კი, საქართველოში თავად ჩამოვიდა და  სამართალდამცველებს ჩაბარდა. კვიციანს  17 ნოემბერს  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღსანიშნავია, რომ კვიციანს  თავდებში 35 დეპუტატი და გენერლები დაუდგნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics