10:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 16:16:50, 715 ნახვა

სამხედრო
კახეთში მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ოთხ ათეულზე მეტი მზვერავი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით 43-მა სამხედრომ დაამთავრა.

მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი კახეთში, სოფელ მანავის რეინჯერთა სკოლაში გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართა.

პოლკოვნიკის განცხადებით, მზვერავების მომზადების კურსი საკმაოდ რთული კურსია და მისი წარმატებით დასრულება სამხედროებისთვის საამაყოა.

„მზვერავის პროფესია არის ძალიან რთული და ამავე დროს, ძალიან საამაყო. ეს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჯარისკაცები კურსის დასრულების შემდეგ თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და ასევე წარმატებით გააგრძელებენ მოღვაწეობას“, - განაცხადა რომან ჯოხაძემ.

მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსანტებმა ტოპოგრაფიული, საინჟინრო, სამთო, კავშირგაბმულობა, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთვარებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics