|
2017-02-02 10:59:02, 972 ნახვა
სხვადასხვა
Brand Finance: Google-მა Apple-ს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა
საკონსულტაციო ფირმა Brand Finance-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის პირველ ხუთ ადგილს ამერიკული კომპანიები იკავებენ. კვევის თანახმად, ინტერნეტ-კომპანია Google-მა რეიტინგის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბრენდის ღირებულება, 2016 წელს, თითქმის მეოთხედით გაიზარდა და 109,47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. Apple კი დაახლოებით 27%-ით გაიაფდა და 107,141 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მან რეიტინგის ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე კვლავ ინტერნეტ-რეტეილერი Amazon.com დარჩა. მისი ღირებულება 106,396 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული (53%-იანი ზრდა). სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T 45%-ით გაძვირდა და 87,016 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც კომპანია ორი პოზიციით დაწინაურდა და 2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებდა, ახლა მეოთხე ადგილზეა. კომპანია Microsoft-ი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 76,265 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. აღნიშნული რეიტინგის მეექვსე ადგილს არაამერიკული კომპანია - სამხრეთ კორეული Samsung-ი იკავებს, რომელმაც 13%-იანი ზრდა დააფიქსირა და მისმა ღირებულებამ 66,219 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ კი, რეიტინგში კვლავ ამერიკული ბიზნესის წარმომადგენელი კორპორაციები გვხვდება: Verizon ($65,875 მილიარდი აშშ დოლარი), Walmart ($62,211 მილიარდი აშშ დოლარი) და Facebook ($61,998 მილიარდი აშშ დოლარი). ათეულს უმსხვილესი ჩინური ბანკი Industrial & Commercial Bank of China (ICBC), 47,832 მილიარდი აშშ დოლარიანი ღირებულებით ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)