|
2017-02-01 18:23:41, 3057 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
Ipsos & Reuters: ამერიკელების 49% ტრამპის განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს
საერთაშორისო სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 49% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს. ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამავე საკითხზე, პრეზიდენტის განკარგულებასთან დაკავშირებით საპირისპირო აზრი აქვს, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. კვლევის თანახმად, დემოკრატების 53% დონალდ ტრამპის განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, კატეგორიულად არ ეთანხმება, ხოლო რესპუბლიკელების 51%, პირიქით, მხარს უჭერს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტს. საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)