2022-07-03 12:03:29, 2591 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - მიზეზი, რის გამოც ადამიანები აქციაზე გავლენ, მოძალადე სისტემის შეცვლაა
რის გამოც ადამიანები აქციაზე გავლენ, მოძალადე სისტემის შეცვლა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები",- წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),