11:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 12:40:23, 456 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა

ევროპის საბჭოში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1216-ე სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ  მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

კონსტანტინე კორკელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები, არის აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტი, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ამასთანავე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, აღნიშნულ ფაქტს  შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ  და  აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერის თავიდან აცილების მიზნით ნაბიჯები გადადგან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics