23:52 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 16:15:52, 2707 ნახვა

სამხედრო
საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე მიულოცა.

“ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ.

ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ბავშვებისთვის მხიარული სტარტები მოეწყო. პატარებს სამხედროებთან ერთად კვადროციკლებით გასეირნების საშუალებაც მიეცათ.

26 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო გვარეობის დღე“,- ნათქვამია ინფორმაციაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics