2015-02-24 18:06:41, 660 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.35-2.40 ლარის ფარგლებში მერყეობს
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.35 - 2.40 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის შეძენა 2.30- 2.35 ლარამდეა შესაძლებელი.
ლარი ასევე ევროს მიმართებაშიც უფასურდება.
სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს ღირებულება 2.65 - 2.70 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 25 თებერვლიდან 1 დოლარი 2.26 ლარი ეღირება, 1 ევრო კი, 2.5573 ლარი .
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან