12:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 11:15:57, 3048 ნახვა

კულტურა
მიხეილ გიორგაძე ნიკოლოზ რაჭველის მიერ გაკათებეული განცხადებით გაკვირვებულია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

გიორგაძის თქმით, ის გაკვირვებულია, რადგან მუსიკალურ ცენტრს აქამდე არ ჰქონია ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ბოლო პერიოდში აქვს. მინისტრმა განაცხადა, რომ ორკესტრს ექნება საშუალება ოპერაში რამდენიმე კონცერტი გამართოს.

„რა განცხადებაც ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში გააკეთა, ამით გაკვირვებული ვარ. იმიტომ, რომ ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელშეწყობა ისეთი როგორიც ბოლო წელიწადნახევარში ჰქონდა და აქვს ვფიქრობ, ათწლეულია ასეთი ხელშეწყობა არ ჰქონია. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ორკესტრს მიეცემა საშუალება, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე კონცერტი გამართოს. შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ წლის მეორე ნახევრისთვის ვნახავთ სად რისი საშუალება იქნება, ისევ და ისევ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ კულტურის მინისტრისა და სამინისტროს დამსახურებაა, რომ მათთვის გამოინახა შენობა, რომელიც აქტიურად რემონტდება და ასევე მიეცათ საშუალება ოპერაში გამართონ რამდენიმე კონცერტი, თუმცა თუ 21 მარტამდე ვერ მიიღებენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, მწვავე განცხადებას ოპერაში გალაკონცერტის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics