22:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 02:09:25, 1403 ნახვა

სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

15 ნოემბერს თბილისში გამართული შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ 1:0 მოიგეს და განმეორებითში გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებდა.

მატჩი ხორვატების უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე დიონ ბელიომ ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიბრწყინა, საჯარიმოსთან სიახლოვიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

შესვენების შემდეგ კიდევ სამი გოლი გავიდა. ხორვატები 63-ე წუთზე დიონ ბელიოს პენალტით ისევ დააწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. 90+1-ე წუთზე მასპინძლები მარინ სოტიჩეკმა კვლავ წინ გაიყვანა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო, დაინიშნა დამატებითი ექსტრა-ტაიმები.

გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ საქართველოს ნაკრებმა შეასრულა. მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

"პირველი არხი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics