13:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 15:12:46, 737 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი წიკლაურს: რუსეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გვერდში დგომაა საჭირო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ეხმაურება.

როგორც სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მოქმედი ხელისუფლების დროს რუსეთში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქეა გათავისუფლებული და დანარჩენების გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. 

„ნუგზარ წიკლაურმა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ძალიან მძიმე მუხლებით არიან გასამართლებულები.  საქმე იმაშია, რომ წინა ხელისუფლებამ ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები მიაგდო,  ჩვენმა ხელისუფლებამ კი, პირველივე დღიდან დაიწყო ამაზე მუშაობა.  ჩვენი ძალისხმევით  3 ადამიანია გათავისუფლებული. მიდმიარეობს ძალიან აქტიური პორცესი, რომ ყველა დანარჩენი ადამიანი, რომლებსაც 12–14 წელი აქვთ მისჯილი, ოჯახებს დავუბრუნოთ და მათ ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშუალება მივცეთ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ამ ვითარებაში ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, წიკლაური გამოდის და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. მითუმეტეს, როდესაც მას ძალიან კარგად  ესმის, რომ ამ მგრძნობიარე თემასთან მიმართებაში, საჭიროა თანმიმდევრული მიდგომა, არა ყვირილი ტრიბუნიდან, არამედ გვერდში დგომა“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ნუგზარ წიკლაურმა მოქმედი ხელისუფლება რუსეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების მიმართებაში უმოქმედობაში დაადანაშაულა.

როგორც წიკლაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუს ჯაშუშებს ათვისუფლებს, თუმცა, რუსეთში დაკავებული სასქართველოს მოქალაქეების დასახსნელად არაფერს აკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics