15:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 14:39:03, 845 ნახვა

კომენტარი
თურქმენეთის პრეზიდენტი: ჩვენ და საქართველოს საერთო ტრადიციები გვაქვს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, საქართველოსა და თურქმენეთს საერთო ტრადიციები აქვს, რაც თაობებს უნდა გადაეცეს.

„თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, თურქმენეთსა და საქართველოს ძლიერი კავშირები აქვთ. ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი, საერთო ტრადიციები აქვს – ოჯახის, მოხუცის პატივისცემა“, – აღნიშნა ბერდიმუჰამედოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან  შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ თურქმენეთში საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდება, საქართველოში კი, თურქმენეთის კულტურის დღეები.

„ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის ურთიერთგაცვლაზე. იმაზე, რომ საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეები ჩატარდეს, თურქმენეთში კი, საქართველოს კულტურის დღეები. ჩვენ, ჩვენს შემდეგ თაობებს ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადავცეთ, რომ ისარგებლონ ამ ტრადიციებით და მას არ უღალატონ“, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics