12:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:27:34, 337 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური მკვლელობა, ვფიქრობ, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა

"იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა",-ამის შესახებ  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პროკურატურისადმი  მათი შეხედულების მიუხედავად, დაინტერესებული არიან, სიმართლე სწრაფად და ობიექტურად გაირკვეს.

"იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად, ქვეყანაში  პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა შეიქმნას. ამიტომ, მიუხედავად იმისა,  მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ პროკურატურამ სიმართლეს  ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 2 დღის წინ, სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. დამნაშავის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics