23:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 11:39:38, 366 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიელი ექსპერტი შეისწავლის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელს, იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL -ის ვიცე-პრეზიდენტს, იუნესკოს მთავარ ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ, გეოლოგებთან ერთად ექსპერტს თბილისში განვითარებული სტიქიის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე ინფორმაცია გააცნო.

იტალიელი ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში უშუალოდ გაეცნობა ახალდაბასა და ვერეს ხეობაში შექნილ ვითარებას და ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს.

„ძალიან რთულია მდგომარეობა, საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთ პრობლემასთან, როგორიცაა ერთი მეწყერი ან ღვარცოფი. აქ არის მთელი ბუნებრივი სტიქიების შერწყმა ერთამანეთთან. ძალიან რთული იქნება მიზანშედეგობრიობის დადგენა. ჩვენ გავდივართ ველზე, რადგან კარგად დავათვალიეროთ არეალი. შევეცდებით გამოვიცნოთ ეს კავშირები დანგრევისა. ჩვენი მიზანია დავიცვათ მოსახლეობა საფრთხისაგან, დავიცვათ ინფრასტრუქტურა და რამენაირად ვმართოთ პროცესები“, - განაცხადა კლაუდიო მარგოტინიმ.

ცნობისთვის, კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics