|
2015-06-14 21:51:08, 349 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის ქართული დიასპორა სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება
თურქეთში სტამბოლის ეთნიკურად ქართული წარმოშობის დიასპორის წარმომადგენლების (ქ. სტამბოლის ქართული კულტირის ცენტრი, ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, ქ. სტამბოლის ქართული კულტურის სახლი და სხვები.) შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესაბამისად დახმარება გაუწიონ თბილისში სტიქიით დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ასევე, უწყების ცნობით, ანკარაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა ინეგოლის, საქარიას, ანკარის და სხვა ქალაქების ეთნიკურად ქართული წარმოშობის კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები, რომლებმაც გამოხატეს სრული მზადყოფნა და სურვილი დაეხმარონ დაზარალებულებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)