16:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 18:15:43, 497 ნახვა

საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული

ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაღუპული 12 ადამიანიდან 11 იდენტიფიცირებულია.  

„ბოლო მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, 12 ადამიანია გარდაცვლილი. მათან 11 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს სრული მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია ყველა უწყება და მათ აქვთ თვისი გეგმა. სტიქია კონტროლს ექვემდებარება. ვითარებას ვუმკლავდებით და პერიოდულად, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ,  საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – აღნიშნა ჯანელიძემ.  

ჯანელიძის თქმით, რამდენიმე მოწყვლად  ადგილას  იქნება მონიტორინგი, მათ შორის ვერეს ხეობაში. თუმცა, როგორც მან აღნიშნა,  სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია და დღეისთვის უხვი ნალექი მოსალოდნელი არ არის.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics