20:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:09:00, 379 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები, ცხოველების დახოცვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები პეტიციას ავრცელებენ, სადაც სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად. 

დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა.

 ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:

1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი

2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი

უნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ „, – ნათქვამია პეტიციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics