09:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 13:59:42, 505 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ზოოპარკი დაარსდა ტაძრების და მონასტრების ფასად, ამიტომ ამ ადგილზე ვერ გაიხარებს

„ეს ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ფასად, ამიტომ ამ ადგილზე ვერ გაიხარებს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა  უწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. 
როგორც უწმინდესმა ბრძანა,  თბილისის ზოოპარკი სხვა ადგილას უნდა  იყოს გადაიტანილი.  
„საქართველოში მოხდა საშინელი ტრაგედია. დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ“,-აღნიშნა უწმინდესმა. 
ამასთან, საკვირაო ქადაგებაზე  პატრიარქმა ზოოპარკის   დაარსების  ისტორიაზე   ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი კომუნისტების მოსვლის დროს ტაძრების და მონასტრების ზარების ფასად შეიქმნა. 
„თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული“,-განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics