12:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 18:35:47, 330 ნახვა

საზოგადოება
რიყის პარკში „ამერიკის დღეები“ მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით რიყის პარკში „ამერიკის დღეები“ მიმდინარეობს. 
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნულ ღონისძიებაში დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა  კომპანიების პროდუქტების გამოფენები.
„ამერიკული დღეების“ ფარგლებში ასევე მოეწყო საინფორმაციო  გამოფენა.
ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო აშშ-ის მისიის სხვადასხვა სტენდები. 
ამასთან, ქართველ მოსახლეობას და დამთვალიერებელს საგანმანათლებლო, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების საშუალება მიეცა. 
ცნობისთვის, ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით 2 ივნისს ზუგდიდან დაიწყო და მისი დასკვნითი ნაწილი  თბილისში „რიყის პარკში“ გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics