19:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 10:02:13, 292 ნახვა

საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ხიდებზე მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის საგვირაბო კომპლექის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე 1 და 2 ივნისს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  ორი დღის განმავლობაში მოძრაობა  შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან. 

ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, მიმდინარეობს ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.   

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების რეაბილიტაცია 10 ივნისს დასრულდება“,-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics