|
2015-05-31 13:45:57, 382 ნახვა
საზოგადოება
ცესკო: სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით 41,1%, ხოლო ზუგდიდში 18,8 % შეადგინა
სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება). დილის 08:00 სთ-იდან ამომრჩევლებისთვის გახსნილია საარჩევნო უბნები და კენჭისყრის პროცესი ცესკოს ინფორმაციით, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით 41,1% შეადგინა (541 ამომრჩეველი), ხოლო ზუგდიდში - 18,8 % (217 ამომრჩეველი). შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ყავთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“, სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი. დღეს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)