19:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 17:08:25, 468 ნახვა

საზოგადოება
ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნა

ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში იმართება. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

ფოტოგამოფენა ალიანსის შტაბ-ბინაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ მარიეტ შურმანის მოწვევით მოეწყო. მარიეტ შურმანი 30 მარტს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოში გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის მთავარი თემა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნულ დონეზე განხორციელება იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics