02:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 10:45:06, 474 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  სერვისების განვითარების სააგენტოსა და  იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში დაგეგმილია უფასო ტრენინგები.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღება უკვე დაიწყო. 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მოსახლეობის  განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ამ პროექტის მეშვეობით ისინი მიიღებენ დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს. ასევე, გაივარჯიშებენ საჭირო უნარებში, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი მიზნების მიღწევასა და მომავალი კარიერის უკეთ დაგეგმვაში“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

ტრენინგებზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 25 ივნისამდე გაივლის რეგისტრაციას და შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას წარადგენს  ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II” ფარგლებში, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: მოდული პირველი: სამსახურის მოძიება (2 სთ); მოდული მეორე: რეზიუმესა (CV)  და სამოტივაციო წერილის შემუშავება (4 სთ); მოდული მესამე: გასაუბრების უნარები და თვითპრეზენტაცია (4 სთ).

თითოეული  მოდული დამოუკიდებელია, შესაბამისად შესაძლებელია ერთი და იმავე  პიროვნებამ გაიაროს ერთი ან რამდენიმე ტრენინგი.

ტრენინგი იგეგმება ივლისსა და აგვისტოში. ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა იქნება - 20, ხოლო ტრენინგის ხანგრძლივობა - 8 საათი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics