10:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 10:54:42, 397 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბორითთან მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი გაიხსნება

ხარაგაულში საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივს მიაგებენ. 
მისი 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან დღეს, 12:00 საათზე მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი გაიხსნება. 
ბორითთან, იქ  სადაც მერაბ კოსტავა ავარიის შედეგად დაიღუპა, სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. 
13:00 საათზე ბორითის კულტურის სახლში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს " საქართველოს შიშველი სატევარი" წარმოადგენს. 
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვოთრებაში დაიღუპა.  დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 
2013 წლის 26 მაისს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics