02:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 19:12:31, 434 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებმა ვაკის პარკში დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

ამ აქციით „ლიდერთა სახლის“ ახალგაზრდები ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირის ანალოგიურ კამპანიას შეურთდნენ, რომელიც გარემოს დაცვასა და მის გაფრთხილებას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში 25 მოსწავლესთან ერთად გოგა ჩანადირი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა  ვაკის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენები ურნებში მოათავსეს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივი კულტურის წახალისება.

თავად ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი „ლიდერთა სახლთან“ აქტიურად თანამშრომლობს და ახალგაზრდებთან საინტერესო შეხვედრებს პერმანენტულად მართავს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრი თავის მხრივ მონაწილეობის მისაღებად აქციაში იწვევს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ახალგაზრდებს. როგორც ცნობილია,  ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი რამდენიმე დღის წინ  ინიციატივით გამოვიდა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. იგი მოსახლეობას მოუწოდებს, სხვის მიერ ძირს დაგდებული ნარჩენი აიღონ და ნაგვის ყუთში ჩააგდონ, მისი ურნაში ჩაგდებისას კი გადაიღონ ფოტო, ატვირთონ სოციალურ ქსელებში და ანალოგიურ საქმიანობაში 5 ადამიანი გამოიწვიონ.

„ერთი შეხედვით, აქციაში მონაწილეობა, ბევრისთვის, შეიძლება ესთეტიკური არ იყოს, სამაგიეროდ, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენს თავთან, ქვეყანასთან და ჩვენსავე გარემოსთან. ასევე, ნაგვის წამოკრეფა გაცილებით ესთეტიკურია, ვიდრე დანაგვიანებულ ადგილებში ყოფნა და ცხოვრება. რაც მეტი ფოტო დაიდება, მეტი ადამიანი ნახავს, გავლენას აუცილებლად იქონიებს. ამიტომ, ვიმოქმედოთ“, – წერს ჩანადირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics