2015-05-17 10:13:19, 433 ნახვა
საზოგადოება
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაამღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.
საქართველოში ლგბტ პირებს ღონისძიების ჩატარების საშუალება უკვე რამდენიმე წელია არ ეძლევათ. ათასობით ადამიანი ლგბტ თემის წინააღმდეგ ერთიანდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან