11:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:41:26, 318 ნახვა

საზოგადოება
სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.

შეხვედრის მიზანი იყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიისთვის გაცნობა და სოფელში მცხოვრები მოსწავლე–ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობისა და საჭიროების თაობაზე.

აღნიშნული ტიპის შეხვედრებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში, დაეხმარებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვისა და სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების საკითხების მოგვარებაში.

საინფორმაციო შეხვედრაზე გაიმართა სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი პროფესიული ორიენტაციისათვის განკუთვნილი ვებგვერდისwww.myprofession.ge, ფეისბუკის გვერდისა და სახელმძღვანელოს, სახელწოდებით ,,აირჩიე პროფესია'' პრეზენტაცია. ცნობისთვის, ანალოგირუი შეხვედრა 8 მაისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრშიც გაიმართა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა'' საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის’’ ფარგლებში ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics