07:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 14:28:50, 352 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

მარველაშვილი დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას  დღეს სრულიად საქართველო  გლოვობს.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების  მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს, 05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ.  ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს.  სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics