01:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 12:54:24, 344 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის ოფისთან იპოტეკით დაზარალებულები აქციას მართავენ

სახალხო დამცველის ოფისთან იპოტეკით დაზარალებულები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახალხო დამცველი მათი პრობლემით არ დაიტერესებულა. ისინი მოითხოვენ, რომ უწყება პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს. მათივე თქმით, უსამართლო კანონები უნდა შეიცვალოს.

აქციის მონაწილეები სახალხო ოფისთან რუპორებით და ტრანსფარანტებით არიან მისულები - „ნუ გამოგვყრით ქუჩაში, შეჩერდეს გამოსახლებები“.

„როდესაც ქვეყანაშ მიმდინარეობს მოსახლეობის სახლებიდან გამოყრა ვანგდალური მეთოდებით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არცერთ ასეთ გამოსახლების დროს არ ჩართულა სახალხო დამცველის აპარატი. საკუთარი სახლის დაკარგვის წინაშე მოსახლეობის 90% დგას. ვითხოვთ უსამართლო კანონების შეცვლას, და რომ სწრაფად ჩაერიოს სახალხო დამცევლი ამ საქმეში. ადამიანების გამოსახლებების გამო ბევრი სუიციდის მცდელობად დაფიქსირდა, მაქვს ინფორმაცია, რომ 308 ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ამ პროლემის გამო“, – განაცხადა აქციის მონაწილე მამისია ჯაფარაშვილმა.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მათ პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს, თუმცა მათ პასუხი მიიღეს, რომ სახელმწიფო კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაში ვერ ჩაერევა. 

იპოთეკარების აქციას შეუერთდა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“. 
აქციის მონაწილეები სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა აპარატის ინფორმაციით, ნანუაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics