12:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:17:57, 492 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა

საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა.

მსოფლიო ბედნიერების შესახებ კვლევა გაერო-ს ინიციატივით ორგანიზაცია Sustainable Development Solutions Network-მა ჩაატარა.

კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა.

კვლევის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის ბედნიერებას ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს.

SDSN-ის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიაშია. შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი ტოგო, ბურუნდი, სირია, ბენინი და რუანდა განეკუთვნებიან. კვლევამ სულ 158 ქვეყანა მოიცვა. ბედნიერების მსოფლიო ინდექსის კვლევა პირველად 2012 წელს ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics