2017-06-13 11:50:34, 2618 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
„ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში დააკავეს
სახიფათო ონლაინ თამაშის, ლურჯი ვეშაპის, ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში დააკავეს.
26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს.
დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.
მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
შეგახსენებთ, თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, მოდერატორების საბოლოო მიზანი კი მსხვერპლის თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან