2017-06-06 13:47:21, 616 ნახვა
სხვადასხვა
Apple iOS-ის განახლებულ ვერსიას შემოდგომაზე გამოუშვებს
კალიფორნიაში, 2017 წლის მსოფლიო დეველოპერების კონფერენციაზე, Apple-მა განახლებული tvOS-ი, macOS-ი, watchOS-ი და iOS-ი წარადგინა.
გასულ წელს, კომპანიამ iOS 10 შექმნა, რომელსაც განახლებული „Lock Screen“-ი, შეტყობინებებისა და რუკების ახალი აპლიკაციები ჰქონდა, ხოლო წელს, „Apple“-ი iPad-ის პროდუქტიულობაზეა ორიენტირებული, რასაც iOS 11 უზრუნველყოფს.
დეველოპერებისთვის iOS 11 უკვე ხელმისაწვდომია, რიგითი მომხმარებლებისთვის კი განახლებული ოპერაციული სისტემით სარგებლობა შეომდგომაზე გახდება შესაძლებელი.
მოგვიანებით iOS 11-ი iPad Airs-ის, iPad Pros-ის, მეხუთე თაობის iPad-ის, iPad mini 2-ის და მეექვსე თაობის iPod touch-ის მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან