19:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:09:10, 429 ნახვა

საზოგადოება
გორის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობების სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამის "ლიდერთა სახლის" გორელ მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ვიცე-მერი ნიკოლოზ ჯოხაძე  შეხვდნენ. 

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ორ საათს გაგრძელდა. 

მერმა მოსწავლეებს განხორცილებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

მერიის ხელმძღვანელებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. 

"სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და მიხარია, რომ ასეთი აქტიური ახალგაზრდობა გვყავს. მე ვფიქრობ, პროდუქტიული შეხვედრა იყო.  ჩვენ ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე და შევთანხმდით სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია "დისტანციური სწავლების ცენტრის" შექმნის იდეამ, რომლის განხორციელების შედეგად გორელი ახალგაზრდები ქალაქიდან გაუსვლელად, უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 13 ქალაქში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო, შემეცნებითი და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. ცამეტივე ქალაქში პროგრამა იუსტიციის სახლებში ფუნქციონირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics