22:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 18:58:56, 326 ნახვა

საზოგადოება
კახი კალაძე: შესაძლოა, 5 წლის ბავშვი თავისი ფიზიკური მონაცემებით იყოს დაჩაგრული, როდესაც სკოლაში 6 წლის ბავშვებთან შევა

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი,  კახა კალაძე თავის ვიდეოდიალოგში ინტერნეტმომხმარებლის კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთ კითხვაზე-უნდა შევიდეს თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში, კალაძემ უპასუხა, რომ ეს თემა ძალიან სენსიტიურია და მათი  გუნდის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. არის განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ ვმსჯელობთ ამ კონკრეტულ თემაზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც იყო პარლამენტში წარმოდგენილი და უახლოეს მომავალში ჩვენი პოზიცია იქნება წარმოდგენილი, თუმცა რაც შეეხება 5 წლის ბავშვის სკოლაში შესვლას, ვფიქრობ, ეს ალბათ ინდივიდუალურად მშობელმა უნდა განიხილოს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეიყვანს თუ არა 5 წლის ბავშვს სკოლაში, რადგან შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა 5 წლის ბავშვი თავისი ფიზიკური მონაცემებით იყოს დაჩაგრული, როდესაც შევა სკოლაში 6 წლის ბავშვებთან. ამიტომ ეს ცოტა ინდივიდუალური და ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენი გუნდის პოზიციას უახლოეს მომავალში წარმოგიდენთ",-განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics