22:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 10:16:29, 356 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი და პაატა ბურჭულაძე სასჯელაღსრულების N12 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ

სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ეწვივნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანი მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ თაოსნობით მახათის მთაზე მშენებარე  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ესაუბრა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პაატა ბურჭულაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების ერთობითა და კეთილი ნებით ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება. 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი მსჯავრდებულებს პირისპირ გაესაუბრა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და შეკითხვებს უპასუხა.

მახათის მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრი, ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი და ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი განთავსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics